თინათინ ბასილაია






რეგისტრაცია

4 კვირიანი პროგრამა – ახალი სუნთქვა

დაიბრუნე ცხოვრების ხალისი და მოტივაცია 4 კვირაში!


რეგისტრაცია


გაიგე მეტი

თუ შენ

დაკარგე საკუთარ თავში და ძალებში რწმენა;

არ გყოფნის მოტივაცია და ენერგია;

განცდა გაქვს, რომ ერთ წრეზე ტრიალებ;

გეშინია მომავლის;

არ გაქვს შენი მომავლის და მიზნების ცხადი ხედვა;

და გსურს დაიბრუნო

მოტივაცია

სიცოცხლის ხალისი

მხიარული განწყობა

ენერგია

დაისახო ახალი მიზნები

გადადგა ახალი ნაბიჯები

გახდე უფრო გაბედული


რეგისტრაცია

შემოუერთდი 15 თებერვლიდან “ახალი სუნთქვის” მეორე ნაკადს!


რეგისტრაცია

პროგრამის შედეგად:


რეგისტრაცია

როგორ წარიმართება მუშაობა?

I კვირა

ძველისგან გათავისუფლება და რესურსულ მდგომარეობაში შესვლა

II კვირა

ახალი სურვილების ფორმირება და მომდევნო 1-5 წლის დეტალურად დაგეგმვა

III კვირა

1 კონკრეტულ სურვილზე ან მიზანზე დეტალურად მუშაობა

IV კვირა

შეჯამება და სასარგებლო რეკომენდაციების მიღება

ყოველ 2-3 დღეში ერთხელ მიიღებ საინტერესო, სახალისო და
შთამაგონებელ დავალებას.

დავალების შესრულება შეგიძლია 2-3 დღის ვადაში, კონკრეტული
დავალებიდან გამომდინარე და შეგიძლია შეუთავსო შენს გრაფიკს.


რეგისტრაცია

პროგრამის წამყვანი – თინათინ ბასილაია


გამოხმაურებები

თამუნა არშბა

ახალმა სუნთქვამ ახალი სუნთქვა მომცა ამ სიტყვით პირდაპირი მნიშვნელობით. ძალიან ბევრი აღმოჩენები გავაკეთე საკუთარ თავში, მთლიანად შევიგრძენი და გავითავისე რომ ჩემს გარშემო მყოფი სამყარო ჩემი თავის ანარეკლია.

პროგრამამდე შეიძლება ითქვას ავტოპილოტზე ვცხოვრობდი, მეტად ემოციებზე აყოლილი, პროგრამის შემდეგ მაქვს ჩამოყალიბებული ნათლად სამოქმედო გეგმა, ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო და რა მოვიმოქმედო, ვაფასებ და მეტად მიყვარს როგორც საკუთარი თავი ასევე გარშემომყოფები.

ყველაზე მეტად მომეწონა 2025 წლის 9 დეკემბერი რომელიც სამუდამოდ ჩემი გონების ნაწილი გახდა, ასევე მომეწონა და დავაფასე სიყვარულის და პოზიტივის ძალა, რომელიც ჩვენი ჯგუფის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

უკვე ვურჩიე, სავალდებულო გავხადე რომ ყველა ჩემს თანამშრომლებს გაეარათ და ვიბრაციები აემაღლებიათ) ასევე ჩემს ახლობლებს და მეგობრებს. ველოდები რუსულ ენოვან კურსებს, ვიცი რომ თინი აპირებს, ჩემი აქაური მეგობრები მხედავენ როგორი პროდუქტიული და ენერგიული გავხდი, მოუთმენლად ელოდებიან რომ შემოგვიერთდნენ




სრულად
დახურვა

მარინა ბექაური

გამარჯობა! პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ თინის ანგელიზებს❤🌺 მე ამ პროგრამაში ჩავერთე ჩემი ცხოვრების რთულ ეტაპზე,მიუხედავად ამ ფონისა ,მივიღე საოცარი მუხტი და ენერგია,რაც მეხმარება დღემდე…

დავსახე მიზანი,სადაც გამოვავლინე პირველი ჩემი ნაბიჯი და უკვე შევუდექი მის განხორციელებას, გუშინ ავიღე მორიგი სერტიფიქატი ჩემს პროფესიაში. ყველაზე მეტად რის დეფიციტსაც განვიცდით ადამიანები ჩვენს რეალობაში ,სწორედ ის ვნახე ამ ჯგუფში…სიყვარულის, თანადგომის,

სიკეთის ენერგიები…. მეორე ნაკადში სამი ადამიანი ჩემი რჩევით გაწევრიანდა… მადლობააა….

მაქვს მოლოდინი , როგორ მოვა სისრულეში  ჩემი გაწერილი 5 წლის გეგმა… საუკეთესოები ხართ!!!!💜💜💛💛❤💛💜💙💙💜💛💛❤💛💜💜💜💚💚💜💜💛💜💜💐💐💐💐💐💐💐💐💐💐




სრულად
დახურვა


ანა შათირიშვილი

დეკემბრის თვე იყო ჩემთვის აღმოჩენების, მღელვარების და სიახლეების თვე რადგან თინის პროგრამაში ვიყავი ჩართული. მართლაც რომ დაუვიწყარი ერთი თვე იყო ჩემს ცხოვრებაში.

ამ პროგრამამ დამანახა მომავალი სხვა თვალით, მომცა მოტივაცია და კონკრეტული საშუალებები როგორ უნდა დამეწყო მოქმედება რათა სასურველ მიზნამდე მივსულიყავი. მომცა ენერგია, შინაგანი ჰარმონია და ბალანსი და ძალიან დიდი რწმენა რომ მე ყველაფერს შევძლებ რასაც კი  მოვინდომებ. 

პროგრამამდე არ მქონდა ცალსახად ჩამოყალიბებული მიზანი, ზუსტად რა მსურდა არ ვიცოდი, მაწუხებდა ეჭვები -“შევძლებ ამას ? “- ამ პროგრამამ, თინის ენერგიამ, მოტიაციამ და სიცოცხლის სიყვარულმა დამარწმუნა რომ შემიძლია ვიყო ის ვინც ვარ და ყველაზე მთავარი ამ პროგრამაში მივხვდი თუ რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი და როგორი მინდა, რომ იყოს ჩემი ცხოვრება.

იმდენი პოზიტივი, ენერგია და მუხტი იყო ამ ჯგუფში რომ ლაივების შემდეგ დაძინებაც  კი მიჭირდა ❤❤  ერთხელ თუ შემოვა ეს სინათლე თქვენში, შემდეგ სულ გექნებათ სურვილი უფრო მეტი გაიგოთ საკუთარ თავზე და სამყაროზე. ჩემთვის თინი ჩემს სამყაროში შესვლის პირველი ნაბიჯი იყო 💕💕💖💖💖💖

ყველა ადამიანს ვისაც კი კომფლიქტი  აქვს საკუთარ თავთან, ვისთვისაც არასაკმარისია სამყარო და თავს დაკარგულად  გრძობს ვურჩევდი ამ პროგრამას და მზესავით მანათობელ თინის 💕💕💕💕




სრულად
დახურვა

სოფო ღვინიანიძე

“ახალ სუნთქვაზე” ნოემბერში მოვისმინე მარი ნაკანის ლაივზე. ძალიან დავინტერესდი, რადგან დაძაბული პერიოდი მქონდა- წლის ბოლო, გადაღლა, იზოლაცია და სწორედ ახალი ენერგია და რესტარტი მჭირდებოდა. სწორედ ეს მომცა პროგრამამ “ახალი სუნთქვა” გამიხსნა.

ქაოსი მქონდა ყველაფერში ირგვლივ – ფიქრებში, გეგმებში, ოთახში და ნივთებშიც კი. პროგრამის დროს ყველა დონეზე ჩავატარე “გენერალური დასუფთავება”. ყველაფერი დავალაგე “თაროებზე”.

მე განსაკუთრებით მომწონს ხოლმე სავარჯიშოები. თინი ყოველთვის ძალიან შთამაგონებელ დავალებებს გვაძლევს.

 

ნამდვილად ყველას ვურჩევ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, რადგან ასეთი შანსი ხშირად არ გვეძლევა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომინარე შეგვიძლია თვითგანვითრებას, თვითგამორკვევას მეტი დრო დავუთმოთ და თინის პროგრამები ამის საუკეთესო საშუალებას იძლევა. მე მთელი 2021 დავგემე უკვე და გირჩევთ თქვენც!




სრულად
დახურვა


მარიამ გუმბერიძე

“ახალი სუნთქვა” ძალიან ტრანსფორმაციული,სასარგებლო, შთამაგონებელი პროგრამაა. თინისთან ურთიერთობა,მისი მომღიმარი სახის დანახვა, მისი გამოცდილებებისა და ჩუდოების გაზიარება ძალიან სასიამოვნო იყო.

ემოცია არ მტოვებს🌟ამ პროგრამის, თინის და თითოეული მონაწილის დამსახურებით ჩემს გარშემო ენერგიული, დადებითი ემოციებით, პოზიტიური უკუკავშირით დატვირთული სივრცე შეიქმნა. ❤❤❤

მე ჩემი მიზანი მკაფიოდ დავინახე,ჯანსაღი ამბიციები გამოვხატე და ავიმაღლე მოტივაცია მიზნისკენ მიმავალ გზაზე. 💜აუცილებლად უნდა აღვნიშნო მედიტაციისგან მიღებული ენერგია. 🔮 საკუთარი თავის წარმოდგენამ რომელმაც განწყობა აიმაღლა, თავისი”100 წარმატება” შესამჩნევად გაზარდა, მეტად მადლიერი, თვითრეალიზებული, რესურსული, დამოუკიდებელი, თავდაჯერებულია დაუღალავი შრომისკენ მიბიძგა, რათა შევიქმნა ჩემთვის სასურველი რეალობა.

ასევე პროგრამის ფარგლებში დავამუშავე ხელისშემშლელი ფიქრი. უნდა აღვნიშნო რომ ლაივის მიმდინარეობისას ხელისშემშლელი ფიქრის კოეფიციენტი 9-დან 4- მდე დავიყვანე. ეს მხოლოდ რამდენიმე ტრანსფორმაციულ წუთში, თინის დამსახურებით  ამ პროგრამის დამსახურებით მე გაბედულად, გულწრფელად ვაზიარებ ჩემს აზრს და ბევრ ჩუდოებს 🌟 ”ახალი სუნთქვა” მართლაც ახალი, საჭირო სუნთქვაა. 🔮🔮🔮🔮🔮🔮🔮




სრულად
დახურვა

თიკო ცხადაძე

ამ პროგრამის მეშვეობით უფრო მკაფიოდ დავინახე ჩემი მიზნები და მისი მიღწევის საშუალებები. გავთავისუფლდი ბევრი შემზღუდველი რწმუნებებულებისგან და ვფიქრობ რომ სხვანაირად შევხედე გარემოს და გამოწვევებს ცხოვრებაში.

პროგრამის შემდეგ დავძლიე ბევრი კომპლექსი, საკუთარ თავში საყრდენი ვიპოვე და ვთვლი რომ პროგრამის დასრულების შემდეგ თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის რწმენა ძალიან მომემატა.

ყველაზე მეტად პროგრამაში მომეწონა პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც ვფიქრობ ძალიან საინტერესოა და უკეთ განახებს გვერდიდან საკუთარ თავს და შესაძლებლობებს. ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური სეანსისგან ნამდვილად განსხავავდება და ვფიქრობ ეს პროგრამა უფრო გაძლებს საშუალებას საკუთარ თავს დაეხმარო შენით პროგრამის სავარჯიშოებით.

სხვა ადამიანებს აუცილებლად ვურჩევდი ჩართვას,რადგან დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ ეს ეს პროგრამა გეხმარება საკუთარი თავის სწორად განვითარებაში,შესაძლებლობების დანახვაში და მიზნების მიღეევაში.




სრულად
დახურვა

ქეთევან მითაიშვილი

ახალმა სუნთქვამ მართლაც ახალი სუნთქვით დამაწყებინა ცხოვრება🎉🏾‍ პროგრამამდე უფრო მოდუნებული ვიყავი და პროგრამის შემდეგ გამოვციცხლდი მეტად🎈🏾‍

ბევრი რაიმე გადავაფასე და მივხვდი ამ პროგრამით, რომ თუ მინდა კარგი რამეები მოვიზიდო ჩემ ცხოვრებაში მეც კარგზე უნდა ვიფიქრო, ღიმილით უნდა დავიწყო დღე. მომეწონა ის რომ თინი არის ადამიანი რომელიც ბოლომდე იხარჯება და მთელ რესურს დებს იმ საქმეში რასაც აკეთებს და ეს მუხტი გადმოვიდა ჩემზეც მადლობა თინის ამისთვის და მადლობა თქვენ თინის ანგელოზებო ❤❤ აუცილებლად ურჩევდი და ურჩიე კიდეც ბევრ ადამიანს, იმიტომ რომ ახალი სუნთქვა არის ახალი გზების აღმოჩენის და ახალი მიზნების დასაწყისი☀🎉❤

ბევრი ჩუდოები თუ უნდათ ბევრი დადებითი მუხტი აუცილებლად უნდა ჩაერთონ ახალ სუნთქვაში 🎉🎉❤❤




სრულად
დახურვა

ნინი მამულაშვილი

ეს საუკეთესო ერთი თვე იყო, მან ძალიან ბევრი ახალი ადამიანი შემძინა, სამყაროსადმი ხედვა შემიცვალა და ჩემს თავში სრული გადატრიალება მოახდინა❤

პროგრამამდე ვერ ვაცნობიერებდი ბევრ რამეს, პროგრამის შემდეგ კი უფრო გავნათდი. მე ნამდვილად ყველას ვურჩევ გაიაროს თინის ტრენინგები,საოცარი გოგოა თინი, მას შეუძლია დაგანახოთ რომ სამყარო არც ისე ცუდია და რომ თქვენ შეგიძლიათ იყოთ უფრო წარმატრბულები და უფრო ბედნიერები❤❤❤❤




სრულად
დახურვა

მარიამ კობერიძე

გჯუფურმა მუშაობამ გამხსნა მეტად ჩემ თავში, მეგონა მარტო მე მქონდა პრობლემები და გაცნობის დავალება ძალიან დამეხმარა. ამ პროგრამამ რაღაცეებზე არას თქმა მასწავლა.

მასწავლა. მე ზარმაცი ვარ, თავში ძალებს ვერ ვნახულობ, გულით არ მინდა თუ რა ხდება არ ვიცი , რაღაცეებს ჩემ ცხოვრებაში ვერ ვაკეთებ და სულ თავში მიტრიალებს დეკემბრის თვე უნდა შეძლო ერთმანეთის მოტივაცია და თებერვალს სულ მოუთქმელად ველოდები. სადამდეც მე მიუშვი ჩემი თავი მართლაც რომ იყო ნადვილად ჩემთვის ტრასფორმაციული და თანაც ისე რომ თინის ამ წლის ყველა პროგრამა შევიძინე.

ინდივიდუალური სეანსებიც მქონდა ფსიქოლგთან, მაგრამ ჯგუფურმა მუშაობამ და ტექნიკებმა ამ ეტაპზე უფრო გაამართლა ჩემთან.

ფაქტია ყველაფერი მომეწონა რადგან თინის ყველა პროგრამა შევიძინე ეკონომ პაკეტი მაგრამ მთელი წელი თინსთან ერთად ვარ. ბევრი გაცნობიერების და ტრანსფორმაციის მოლოდინი მაქვს ამ პროგრმებიდან.




სრულად
დახურვა

მაკა ქათამაძე

მე მაკა ვარ, 24 წლის. პროგრამა “ ახალი სუნთქვა” ჩემთვის ერთგვარი თავგადასავალი იყო. აქამდე სხვა პროგრამებიც გამივლია თავად ამ პროგრამის ხელმძღვანელთან და სხვა ქოუჩებთან, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი განსაკუთრებულობა.

პროგრამა საინტერესო, ტრანსფორმაციული, საკუთარ თავთან თავგადასავლებით სავსე და ამავდროულად სახალისოც იყო. ბევრი რამ ვისწავლე, როგორც პროგრამისგან ასევე მისგან შემდგარი წევრებისგან. ძალიან საინტერესო იყო იმის მოსმენა რომ თურმე ის რაც ჩემს თავში ხდება, მსგავსი ფიქრები ნებისმიერს ჩვენთაგანს აწუხებს და რომ ეს ყოველივე საშინელება არარის და გარემოებიდან გამომდინარე ბუნებრივიცაა. ამ პროგრამისგან მთავარი რაც ვისწავლე ის არის, რომ მიზანი აუცილებელია ცხოვრებაში, მიზნის გარეშე ადამიანი უმოქმედოა და დაბნეული ამ ცხოვრებაში. არ იცი რა უნდა აკეთოს, არ იცის რა არის მისი ნამდვილი მისია, არ იცის ვინ არის. მასწავლა მიზნის მისაღწევად დასაგეგმი გზა და როგორ ვიპო ჩემი მიზანი. მასწავლა საკუთარი თავის და მიზნის პატივისცემა და პირველი ნაბიჯების გადადგმა მისთვის. მასწავლა საკუთარი თავის და სხვების პატივისცემა. მასწავლა სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა და თუ ის მე მაზარალებს, მაბრკებს ჩემი მთავარი მიზნის მიღწევის, უბრალოდ გაშვება ამ აზრის და საკუთარი თავის მოსმენა.

პროგრამამდეც არ იყო ჩემს ცხოვრებაში ცუდი პერიოდი თუმცა შიგნიდან რაღაც მღღრნიდა და ვიფიქრე, რომ  აუცილებელი იყო “ახალი სუნთქვა” – ის მგავს პროგრამაში მიმეღო მონაწილეობა. კი ბატონო მე მივიღე და პროგრამის გავლის შემდეგ მივხდი რომ რაღაც საოცარი ცვლილებები მოხდა ჩემში. ეს მაშინვე არ მომხდარა. ეს პროგრამის შემდეგ ერთი თვის მერე მივხდი, როცა ვინც მაღიზიანებდა და ენერგიული ვამპირი იყო ჩემთვის, უცებ სიყვარულად გადაიქცა. თავიდან შოკში ვიყავი და ვერ ვხდებოდი ეს როგორ მოხდა მაგრამ ის რაც მე პროგრამამ გამომატარა და გამომწრთვნა, ეს დაილექა და შედეგად მივიღე ის რასაც ვერ წარმოვიდგენდი. მიყვარს როცა ჩენს შედეგებზე ვსაუბრობ და თან ეს რეალური და ღირსეულია. მე ამ პროგრამამ სიმშვიდე, ენერგია, სიყვარული, თანაგრძნობა და მადლიერება დამიტოვა. მე ეხლა უფრო ტოლერანტული აზროვნება მაქვს ადამიანების მიმართ ვიდრე პროგრამამდე მქონდა.

ყველაზე მეტად პროგრამაში ტექნიკებმა მიმიზიდა. ისეთი საინტერესო და ტრანსფორმაციული კითხვები იყო რომ ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა შემდეგი ქოუჩ სესია. სურვილის შეგრძნება მომწონდა ჩემში რომელიც სულმოუთქმელი ელოდებოდა როდის იმოგზაურობდა საკუთარ სამყაროში და აღმოაჩენდა საოცარ თვისებებს, ძალებს, ენერგიებს. ეს მართლაც გამაოგნებელი და საოცარი შეგრძნება იყო. ასევე მომეწონა იმის აღმოჩენა, რაც აქამდე არიცოდი, რომ თურმე შენში ყოფილა და შენი ნაწილია ეს, შემდეგ ამის დაგეგმვა და პრაქტიკაში მოყვანა პროგრამის მსვლელობისას, რომ დაგვემტკიცა საკუთარი მესთვის რომ ეს ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია, რომ შეუძლებელი არაფერია. მადლიერი ვარ ყველა ამ შეგრძნებისთვის დაწყებული ხელმძღვანელიდან დამთავრებული საკუთარი თავით.

 

არააქვს მნიშვნელობა პრობლემა დიდია, საშუალო თუ პატარა, თუ შენ გინდა რომ ის საერთოდ არ არსებობდედ უბრალოდ უნდა სცადო ეს. ეს შენი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია შენს საოცარ სამყაროში და უფრო უკეთეს ცხოვრებას გაზიარებს. დიდ რეკომენდაციას ვუწევ ამ საოცარ პროგრამას, იმიტომ რომ მან მართლა ბევრი რამ მასწავლა, მაგალითად ის რომ თუ ეხლანდელ მიზანს არ შეისრულებ, მომდევნო არც არასდროს იარსებს. მიყვარს ეს პროგრამა და მიყვარს მისი საოცარი ენერგია. ეს ჩემი შანსი იყო და ეხლა შენი დროა შანსი არ გაუშვა ხელიდან. ამის ნათელი მაგალითი ვარ.




სრულად
დახურვა

მარიამ ღოღაძე

ახალმა სუნთქვამ მომცა ახალი გაცნობიერებები. დავალებების შესრულებით ჩემში ახალი ენერგია გამოთავისუფლდა, რამაც გამაბედნიერა და კარგ განწყობაზე დამაყენა.

ყველა დავალება ემსახურებოდა საკუთარი თავის გაცნობასა და ჩაღრმავებას, რაც მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის და რაც ხშირად გვავიწყდება. ამ პროგრამამ შემახსენა, რომ ჩემს თავს მეტი დრო უნდა დავუთმო.

პროგრამამდე ვიყავი მოწყენილი, დასტრესილი… პროგრამის განმავლობაში მოუთმენლად ველოდი ახალ დავალებებსა და გამოწვევებს. შესაბამისად, მან შემიცვალა განწყობა-დამოკიდებულებები. მიმახვედრა, რომ ჩემი ცხოვრება ჩემს სადავეებშია, ბევრი წარმატება მაქვს და ბევრიც მელოდება. მიმახვედრა, რომ სასურველი მეს ხატის შესაქმნელად მე ვარ მთავარი… ბევრი გაცნობიერება მომიტანა, ბევრი სიხარული და დადებითი განწყობები.

ყველაზე მეტად მომეწონა მადლიერების გამოხატვის დავალება.




სრულად
დახურვა

ფიქრია ხინიკაძე

ძალიან მომწონს ახალი სუნთქვის პროგრამა, რომელმაც მეტი სიცხადე შემოიტანა ჩემ ცხოვრებაში.

პროგრამამდე თუ ენერგიის ნაკლებობა მქონდა, პროგრამის მერე პირიქით შევიცვალე. მეტად მოტივირებული და ენერგიული გავხდი.

პროგრამა საინტერესო და საკმაოდ დატვირთული იყო, რაც ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ხატვის პროცესი .

აუცილებლად ვურჩევ ნაცნობებს ჩართვას, მე ჩემს უახლოეს მეგობართან ერთად ჩართული ვიყავი პროგრამაში და ძალიან მადლიერები ვართ “ახალი სუნთქვის” პროგრამის❤




სრულად
დახურვა

ნინო ზახერ

ახალი სუნთქვა აღმოჩდა ჩემთვის პიროვნული ტრანსფორმაციის საწყისი, ცხოვრების მიზნის სიმკვეთრის მომცემი და პოტენციალის გამომაცოცხლებელი.

ასე ცხადად საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია არასდროს დამინახავს და შემიგრძვნია, ნამდვილი აფირმაცია ვიზუალიზაციის კორიანტელი დადგა ჩემს თვალწინ. პროგრამამდე ვიყავი საკმაოდ მოდუნებული, ვიტყოდი მიძინებული, თითქოს ვერ ვხედავდი გამოსავალს. ახალი სუნთქვა კი ისეთი რამ აღმოჩნდა ჩემთვის როგორც დამჯდარ ბატარეას რომ გამოუცვლი საათს და აწიკწიკდება, აი ზუსტად ეგრე იმოქმედა ჩემზე, მოძარობაში მომიყვანა ყველაზე ეფექტური და სწრაფი მეთოდებით რომელთა არსებობის შესახებ აქამდე არ მსმენია.

დავიწყე ყოველდღე ფეხით სიარული, დილით 4 საათზე ადგომა, ვარჯიში, იოგა, მედიტაცია, დავიწყე გეგმების ჩამოწერა, დავსახე პატარა და ეფექტური ნაბიჯები, გავაკეთე გეგმები, გავხდი უფრო მეტად გახსნილი ადამიანების და მოვლების მიმართ, მიმღები და დავიწყე სიხარულის სხვებისთვის გაზიარება.

პროგრამაში ყველაზე მეტად მომეწონა ენერგია რომელიც ტრიალებდა ჯგუფში, თინის გულახდილი და ენერგიული ლაივები, ძალიან ეფექტური დავალებები და უკუკავშირები. მე როგორც არაერთ ქართულ და უცხოურ ტრეინინგგამოვლილს არ მეგონა ასე სასიამოვნოდ თუ გამაოცებდა ეს კურსი და აქ არსებული ატმოსფერო. ძლიან კმაყოფილი ვარ.

აუცილებლად ვურჩევდი და უკვე ვურჩიე ჩემს არაეთ მეგობარს. ეს არის კურსი რომელიც მოგცემს გასაღემს საკუთარი მეს საპოვნელად, ფორმაში მოსაყვანად და სცენაზე ასაყვანად, სწორედ იქ სადაც არის მისი ნამდვილი ადგილი. თუ გრძობთ რომ თქვენ მეტი შეგიძლიათ ვიდრე არსებული გარემოებებია, ეს უდაოდ ასეა, თქვენ დაბადებული ხართ იმ ოცნების რეალობად ქცევისთვის რომელსაც გულში ინახავთ და ზოგჯერ ხმამღლა თქმისაც გეშინია. ეს კურსი კი სწორედ თქვენთვისაა რომ თქვენი თავის საუკეთესო ვერსიას შეხვდეთ და თვალებში ჩახედოთ. წარმატებები




სრულად
დახურვა

თაკო გაზაშვილი

ძალიან მადლიერი ვარ  დღესაც ჩართული ვარ პროცესში და ვუკავშირებ პროგრამას, რადგან ფასეულობები გადავაფასე და რადიკალური გადაწყვეტილებები

მივიღე იანვარში, რაზეც არ მიფიქრია ერთ დღეს დავსვი წერტილი და რაკურსი შევცვალე …😍 ვურჩევდი ყველას ახალი სუნთქვის პროგრამაში ჩართულობას, ვისაც აქვს მზაობა, ხათრით და დაძალებით შედეგს ვერ დადებენ 😘🥰




სრულად
დახურვა

მანანა დეისაშვილი

მოგესალმებით მეგობრებო!  მინდა ჩემი აღფრთოვანება გამოვხატო თინი ბასილაიას პროექტის “ახალი სუნთქვა”-ს შესახებ.

ეს იყო საოცრება… ყოველ ტრენინგზე იგრძნობოდა სითბო და სიყვარული. იყო საინტერესო გაცნობიერებები და საერთოდ ეს პროექტი იყო შესანიშნავი და სასიამოვნო.

მე პირადად უზომოდ კმაყოფილი დავრჩი. უღრმესი მადლობა თინი ბასილაიას, თინის ანგელოზებს და თითოეულ მონაწილეს ასეთი სასიამოვნო გარემოცვის შექმნისთვის და სასარგებლო ტრენინგისთვის!!!




სრულად
დახურვა

ზეი მჟავანაშვილი

ჯერ დავიწყებ იქედან, რომ არსებობს საერთოდ თინი ასეთი შესანიშნავი ადამიანი რომელსაც შეუძლია შეგცვალოს სხვა რა კურსით .. დაგანახოს შენი შესაძლებლობები.

ეს არის ენით აუღწერელი ტრანსფორმაცია, რომელიც გადმოცემა შეუძლებელია. მე მაგალითად ვერ გადმოვცემ ისეთი კარვი პროგრამა იყო.  მთლიანად დამცალა იმ ნეგატიური ფიქრებიდან და დამაბრუნა ბავშვობაში  განახსენა ის მტკივნეული და ბედნიერი დღები 🙈😁

ჩემი ყოვედი დღის დაწყება ისეთი მზიანი სხივებივითა, რიგორც თინის სახელი ის როგორც ამბობს მზე ეს ადამიანები ვართ ერთმანეთის რომელიც ყოველი დღე უნდა შევანათოთ ერთმანეთს☀💛

ძალიან მინდა რომ ესეთი პრიგრამა კიდევ განხორციელდეს… ადამიანებმა ვისწავლოთ ჩვენი გარდაქმნა სრულიად ბედნიერებაში💥💃

თინი შენ საუკეთესო ხარ 💛მიყვარხარ☀

ანგელოზები კი საუკეთეოსები ყავხართ💛☀




სრულად
დახურვა

ზეი მჟავანაშვილი

ჯერ დავიწყებ იქედან, რომ არსებობს საერთოდ თინი ასეთი შესანიშნავი ადამიანი რომელსაც შეუძლია შეგცვალოს სხვა რა კურსით .. დაგანახოს შენი შესაძლებლობები.

ეს არის ენით აუღწერელი ტრანსფორმაცია, რომელიც გადმოცემა შეუძლებელია. მე მაგალითად ვერ გადმოვცემ ისეთი კარვი პროგრამა იყო.  მთლიანად დამცალა იმ ნეგატიური ფიქრებიდან და დამაბრუნა ბავშვობაში  განახსენა ის მტკივნეული და ბედნიერი დღები 🙈😁

ჩემი ყოვედი დღის დაწყება ისეთი მზიანი სხივებივითა, რიგორც თინის სახელი ის როგორც ამბობს მზე ეს ადამიანები ვართ ერთმანეთის რომელიც ყოველი დღე უნდა შევანათოთ ერთმანეთს☀💛

ძალიან მინდა რომ ესეთი პრიგრამა კიდევ განხორციელდეს… ადამიანებმა ვისწავლოთ ჩვენი გარდაქმნა სრულიად ბედნიერებაში💥💃

თინი შენ საუკეთესო ხარ 💛მიყვარხარ☀

ანგელოზები კი საუკეთეოსები ყავხართ💛☀




სრულად
დახურვა

ნინი მაისურაძე

მოკლედ საიდან დავიწყო არც კი ვიცი. პირველ რიგში უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო თინის მიმართ, რომელმაც გადაწყვიტა რომ ეს პროგრამა შეექმნა

და მართლა ძალიან, ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს გარდასახვაში. და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ მარტო მე არ ვფიქრობ ასე და პროგრამის სხვა მონაწილეებიც დამეთანხმებიან, რომ ნამდვილი მზის სხივი იყო ეს ადამიანი ჩვენთვის. მთელი ერთი თვის განმავლობაში საოცარი აურა ტრიალებდა ჯგუფში, უკარგესი და ზე მამოტივირებელი ადამიანები იყვნენ შეკრებილები, რომელთა ისტორიებმაც ბევრი გაცნობიერება მომიტანა.

ვიღებდი უპირობო მხარდაჭერას ყველასგან, მივხვდი რომ არ ვიყავი მარტო ჩემი პრობლემების წინაშე და ამის გაცნობიერება იყო პირველ რიგში სრულიად ახალი სამყაროს გადაშლა ჩემთვის☀☀☀☀ ამ პროგრამამ მასწავლა რომ არასდროს არ უნდა დავნებდე, სულ უნდა ვიარო წინ და წინ, დამატოვებინა ჩემი მტკივნეული წარსული რომელსაც ასე ძალიან ვებღაუჭებოდი, გავთავისუფლდი ნეგატიური ემოციებისგან, გავაცნობიერე, რომ სულაც არ არის ქვეყნიერების დასასრული ის რომ მძიმე ბავშვობა მქონდა და თინიმ მასწავლა როგორ გადამექცია ჩემი ტკივილი ჩემს ძლიერ მხარედ. 💥💥💥💥 დავიწყე საკუთარ თავთან და სხეულთან კონტაქტი, ეს იყო ჩემი მთავარი მიღწევა ამ პროგრამიდან. ეს იყო საოცარი, ყველაზე განსხვავებული და გამორჩეული 1 თვე ჩემს ცხოვრებაში ❣❣❣❣🔮🔮🔮💛💛💛💜💜💜💜💜




სრულად
დახურვა

გიული მარგიშვილი

საღამომშვიდობისა. მინდა მოკლედ ჩამოვაყალიბო წინა ტრენინგის ჩემეული ხედვა: ამ ტრენინგით მივხვდი, რომ უნდა მივიღო ჩემი თავი იმ პრობლემებით რაც მაქვს,

უნდა ვაღიარო ჩემი თავი ცხოვრების მანძილზე მიღებული წარმატებების აღიარებით და ვიყო სამყაროს მადლიერი ყველაფრისთვის.

პერიოდულად უნდა შევჩერდე, შევყოვნდე, რათა რაღაც სხვა თვალით დავინახო პრობლემები და რეალობა.

არ არსებობს პრობლემა, რომელიც არ შეიძლება არ დაანაწევრო, დააქუცმაცო და არ გაამარტივო.

P.s ამ ყოველივეს გათვითცნობიერების შემდეგ მე მთელი წელი გავწერე თინისთან ერთად და აქტიურად ჩავერთე შემდგომ ტრენინგებზე. მე უკვე ურჩიე ჩემს მეგობრებს, ახალი სუნთქვის გაგრძელებას რასაც გეგმავთ, იმ პროექტში ჩართვა. რატომ? იმდენად დატვირთული რეჟიმით ვცხოვრობთ, არ გვაქვს დრო გადავხედოთ არსებულ რეალობას და შევაფასოთ, შევიგრძნოთ და გავაანალიზოთ ჩვენი ბედნიერება, გავიაზროთ ჩვენი ცხოვრების არსი.  დიდი მადლობა თქვენ.




სრულად
დახურვა

მარიამ ხუციშვილი

საოცარი პროგრამაა, ნამდვილად ახალი სუნთქვა ☺ ჩემთვის ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა ამ პროგრამის დასაწყისი და ვფიქრობ ალბათ ამის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა.

პროგრამამ საკუთარ თავში მოგზაურობა ბევრად გამიმარტივა.

პროგრამამ საშუალება მომცა კონკრეტული მოვლენებისთვის და ადამიანებისთვის განსხვავებულად შემეხედა და დამეფასებინა ყველაფერი ჩემს გარშემო იმაზე ბევრად მეტად, ვიდრე ამას ვაკეთებდი.

ჩემი ცხოვრების წარმოდგენა 5 წლის შემდეგ, ეს იყო უდიდესი ემოცია. სწორად შერჩეული მუსიკა, სწორად შერჩეული სიტყვები, გეხმარება იმაში რომ სრულიად გაიხსნა და არანაირი საზღვრები არ არსებობდეს შენთვის.

ყველას ვურჩევ ჩაერთოს,ძალიან ბევრ კითხვაზე იპოვიან პასუხს.




სრულად
დახურვა

დაჯი ნაკანი

მომეწონა პირველ რიგში, თინის დისციპლინა, თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა პატარა დეტალებსაც კი.

იგრძნობოდა მისი საოცარი ენერგეტიკა და სრულად იხარჯებოდა პროექტში. ყურადღებიანი და საიმედო მასწავლებელია.  მომეწონა დავალებები და ჯგუფური მუშაობა. მყუდრო და თბილი გარემო, სადაც ადამიანები ერთმანეთთან ვიხსნებოდით და ვაზიარებდით ისეთ საკითხებს, რაზეც ხმამაღლა ვერ/არ ვსაუბრობდით, ახლობელ ადამიანებთანაც კი..

სხვებსაც ვურჩევ ჩაერთონ იმ მიზეზით, თუ რა შედეგი მივიღე პირადად მე. მხარდაერისთვის, ახალი აღმოჩენებისთვის, გაზრდსთვის, გალაღებისთვის, ახალი, უკეთესი ცხოვრების დაწყებისთვის. ✨




სრულად
დახურვა





მთავარი პრიზი

ქართველი მხატვრის: კატრინა ბადურაშვილის ნახატი “წალკოტი”

ნახატით დასაჩუქრდება პროგრამის ყველაზე აქტიური მონაწილე

ახალი სუნთქვა – რეგისტრაცია

მეორე ნაკადი 15 თებერვლიდან!!!

კოვიდ-ფასი მხოლოდ 50 ლარი 🔥

პარტნიორები

ჩვენი პარტნიორები

acappella georgia


no one


nishi box


მერიელი


ფუსფუსი


Free Yourself


Marte


Sovetes


იოიოს სანთლები


ჩირიფრუტი


მარინოველი


კატრინა ბადურაშვილი


Tasso


Ansassi

© 2021 Tinatin Basilaia. All Rights Reserved. Created by VASCO



Instagram


Facebook

Loading...

Processing Order...

Please wait while we process your payment...

Please wait while we redirect you...